Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-02-24
Beginning 11:00 HR
Address ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება საქართველოში აშშ - ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით დაფინანსებული თსუ-ს საგრანტო პროექტის - „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი  საქართველოში“ - ფარგლებში მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 24 თებერვალს.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი

კონფერენცია ეძღვნება სადღეისოდ ძალზე აქტუალურ თემატიკას, რაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმის მედიაში გავრცელების ტენდენციებს, მათთან ბრძოლის საშუალებებს, სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებს მოიცავს.

კონფერენციის პროგრამით განსაზღვრული იქნება შემდეგი სექციები:

  • „ფეიკ ნიუსები“ და პროპაგანდისტული საფრთხეები
  • გლობალური პანდემია და დეზინფორმაცია
  • მედიაწიგნიერება: გამოწვევები, პერსპექტივები
  • ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტები.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი წარმოდგენილი იქნება აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორებით, დარგის სპეციალისტებითა და ცნობილი ექსპერტებით.

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში („ზუმის“ პლატფორმა)

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და აბსტრაქტი უნდა გამოგზავნოთ მიმდინარე წლის 12 თებერვლამდე საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონულ მისამართზე: natia.svanidze@tsu.ge წერილის თემად უნდა მიუთითოთ „კონფერენცია“.

აბსტრაქტის მოცულობა უნდა შეადგენდეს 250 სიტყვას, შრიფტი - Sylfaen,

შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა: 15 თებერვალი, 2021

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული

მოხსენების ხანგრძლივობა - 15 წუთი

საკონტაქტო ინფორმაცია:  ტელ:  591838282, ელ.მის.: natia.svanidze@tsu.gemarina.saluqvadze@tsu.ge

Related events